„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო… დეე, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის…“ – სკოლასთან, ავარიისას დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს
სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო, დეეე… დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე. სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები, დეე.