“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური დაიკეტოს 45 დღით” – რომელი მეტოსადგური დაიკეტება 12 ივლისიდან?
დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. „როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები