გიურზები თბილისში: 7 ადგილი თბილისში, სადაც გავრცელების არეალი ყველაზე დიდია – “არ დავუპიროთ დაჭერა ან შემთხვევით ფეხი არ დავადგათ”
10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ საცხოვრებელი უბნის მიმდებარედ შეგვხვდა ქვეწარმავალი, სანამ შესაბამისი ჯგუფი მოვა, რეკომენდებულია შორიახლოს ვადევნოთ