საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ცნობილია გარდაცვალების მიზეზი
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, ნატალია უძილაური გარდაიცვალა 49 წლის ქალი ქალაქ ახმეტის მკვიდრია და ბოლო წლებში ემიგრაციაში, საბერძნეთში იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემა თირკმელთან დაკავშირებით შეექმნა, რასაც სეფსისი მოჰყვა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ოჯახმა ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები უკვე დაიწყო.