“ეს ბეჭედი ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება და ხშირად მსოფლიო დონის ვარსკვლავების არჩევანია” – რა ღირს შორენა ბეგაშვილის ნიშნობის ბეჭედი და რას წერს ის სოციალურ ქსელში ? ნახეთ ვრცლად კომენტარებში ⤵️⤵️⤵️
“I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა”, – წერს შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. მან ბოლო დროს საყვარელი მამაკაცისგან არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, რის შესახებაც თავად დაწერა, თუმცა საჩუქრების ავტორის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა კიდეც, რომ “ინსტაგრამზე” ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ თემაზე მისდიოდა, ამიტომ მან რჩეულთან ერთად გადაღებული კადრების გასაჯაროება გადაწყვიტა.
როგორც ცნობილი ხდება, შორენა ბეგაშვილის შეყვარებული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
ფოტოზე ჩანს, რომ ნიშნობის ბეჭდად შორენამ ულამაზესი ბრილიანტით გაფორმებული სამკაული მიიღო. ბეჭედი ძალიან ჰგავს Graff Diamonds-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს, Graff Promise.
მაგალითისთვის, Graff-ის 15.30-კარატიანი “D Flawless” (უმაღლესი სისუფთავის) ბეჭედი დაახლოებით $3,200,000 ღირს. უფრო მცირე ზომის (მაგ. 5 კარატიანი) “Graff Promise” ბეჭდების საბაზრო ფასი $150,000-დან $335,000-მდე მერყეობს.
ეს ბეჭედი ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება და ხშირად მსოფლიო დონის ვარსკვლავების არჩევანია.
წყარო : Marao.ge
