February 11, 2026
ახალი ამბები

უმძიმესი ავარიის დეტალები: ცნობილია დაღუპულთა ვინაობა: “ლილოში მუშაობდნენ, სამსახურში მიდიოდნენ, როცა ტრაგედია მოხდა… მანქანა სულ დაჭყლეტილი იყო”

უმძიმესი ავარიის დეტალები: ცნობილია დაღუპულთა ვინაობა: “ლილოში მუშაობდნენ, სამსახურში მიდიოდნენ, როცა ტრაგედია მოხდა… მანქანა სულ დაჭყლეტილი იყო”

რუს­თა­ვი-ლი­ლოს გზა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი გას­წრე­ბას ცდი­ლობ­და რა დრო­საც ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი ადა­მი­ა­ნი.

  • და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან მან­ქა­ნის მძღო­ლი, სამი შვი­ლის მამა 35 წლის ზაურ ალი­ე­ვი და 78 წლის ლოლა ბუ­თხუ­ზი.

ამ ავა­რი­ის დროს ასე­ვე და­შავ­და მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ ორი მგზავ­რი. მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ძმა, 37 წლის რა­ი­მონ ალი­ე­ვი და კი­დევ ერთი პირი. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ამ ავა­რი­ის დროს და­ზი­ან­და კი­დევ ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუმ­ცა იმ მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩნენ.

ამ დრომ­დე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ძმა, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ისიც სამი შვი­ლის მა­მაა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ავა­რი­ის მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ.

რო­გორც ჩვენ­თან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მან­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ყვე­ლა­ნი ერ­თად რუს­თა­ვი­დან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ოდ­ნენ, სწო­რედ ამ დროს მოხ­და ეს ავა­რია. ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი რუს­თა­ვის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია. ლილო მოლ­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მათ­თან მუ­შა­ობ­დნენ და რომ ისი­ნი მათი მე­წარ­მე­ე­ბი იყ­ვნენ.

“ცუდი ამინ­დი იყო, არ ვიცი რა იყო ამ ავა­რი­ის მი­ზე­ზი, მაგ­რამ მარ­თლა სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო. ის მან­ქა­ნა რომ ვნა­ხე არ ვიცი იქ რო­გორ გა­დარ­ჩა ის ორი ადა­მი­ა­ნიც. სულ და­ჭყლე­ტი­ლი იყო მან­ქა­ნა. ირ­გვლივ მი­მო­ფან­ტუ­ლი იყო მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი, მე რომ მი­ვე­დი, ფაქ­ტი უკვე მომ­ხდა­რი იყო. ახ­ლოს არ მიგ­ვიშ­ვა პო­ლი­ცი­ამ. რო­გორც ჩან­და, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნის მძღო­ლი ტრა­ი­ლერ­ზე გას­წრე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს არის შე­ჯა­ხე­ბა მომ­ხდა­რი. იმ გზა­ზე სი­სუ­ლე­ლეა გას­წრე­ბა, რად­გან ბევ­რი ტრა­ი­ლე­რი მოძ­რა­ობს და დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბას მა­ინც ვერ შეძ­ლებ ადა­მი­ა­ნი. თან გზაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ვიწ­როც არის. სატ­რან­ზი­ტო გზაა. სამ­წუ­ხა­როა 3 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა. შე­საძ­ლოა წვი­მა­ში მან­ქა­ნაც მო­უს­რი­ალ­და, არ ვიცი მი­ზე­ზი რა იყო” – ამ­ბობს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლის ერთ ერთი ახ­ლო­ბე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ზაურ ალი­ე­ვი, ძმას­თან და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად დი­ლით რუს­თა­ვი­დან ლი­ლო­ში სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ო­და და რომ სწო­რედ ამ დროს დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.

“ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია მოხ­და. და­ღუ­პუ­ლე­ბი რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლია 35 წლის ზაურ ალი­ე­ვი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. მშრო­მე­ლი, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ ძმებს ლი­ლო­ში. სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და იქ მუ­შა­ობ­დნენ, ორი­ვე ძმე­ბი მშრო­მე­ლე­ბი და კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან. ზაურ და რა­ი­მონ ალი­ე­ვე­ბი. ისი­ნი ერ­თად მი­დი­ოდ­ნენ დღეს დი­ლით სამ­სა­ხურ­ში და ამ დროს დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან დაგ­ვამ­წუხ­რა ამ ამ­ბავ­მა, რო­გორც შე­ვი­ტყვე, მე­ო­რე ძმა რა­ი­მო­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია და ექი­მე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ. რო­გორ ვერ ვი­ჯე­რებ ზა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. რო­გორც გა­ვი­გეთ, სულ ხუთი ადა­მი­ა­ნი იჯდა იმ მან­ქა­ნა­ში, ეტყო­ბა სხვე­ბიც მიჰ­ყავ­დათ სამ­სა­ხურ­ში. ლი­ლოს გზა­ზე დატ­რი­ალ­და ტრა­გე­დია. კად­რებ­ში ჩანს, რომ ზა­უ­რის მან­ქა­ნაა. რო­გორც ვი­ცით, მათ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ ორი ქალ­ბა­ტო­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი ცოტა ხნის წინ გა­ვი­გეთ და ძა­ლი­ან მი­ჭირს იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ზა­უ­რი აღარ გვყავს. ორი­ვე ძმე­ბი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ორი­ვეს სამ სამი შვი­ლი ჰყავთ, პა­ტა­რე­ბი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მომ­ხდარს და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ახ­ლო­ბე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Reply