ძალიან ვინერვიულეთ მთელმა გუნდმა – ეკო ფანგანი მიმართვას ავრცელებს
“ცეკვავენ ვარსკვლავების” ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა.
ამ სეზონზე პირველად დაიწერა 9, 9 და 10 ქულა ჟიურისგან და ბრწყინვალედ შესრულებული ნომერი სამწუხაროდ ნიცა ციბაძეს და ნიკა ჩუბინიძეს მაყურებლებისგან არ დაუფასდათ.
წყვილმა საჭირო ხმების რაოდენობა ხალხისგან ვერ დააგროვა და ტურის ყველაზე ძლიერი ნომერის მიუხედავად, პროექტს გამოეთიშნენ.
აღნიშნულს “ცეკვავენ ვარსკვლავების” წამყვანო ეკო ფანგანი ეხმაურება :
“გუშინდელი ცეკვავენ ვარსკვლავები- ის ლაივის შემდეგ ძალიან ვინერვიულეთ მთელმა გუნდმა. პროექტი დატოვა უძლიერესმა წყვილმა, უმაგრესმა ბიჭმა, Nika Chubinidze -მ, რადგან, სამწუხაროდ, იმდენად ცოტა სმს ჰქონდა, რომ მსაჯების უმაღლესმა ქულამაც ვერ უშველა.
შემდეგ კი, აღშფოთებული საზოგადოების კომენტარებმა და წერილებმა ააფეთქა სოც. ქსელები, რაც სრულიად გასაგებია.
მაგრამ ამდენი გულშენატკივარი თუ არის, თითო ზარი ყველასგან რომ ყოფილიყო (კომენტართან ერთად), ეს შედეგი არ დადგებოდა. ამიტომ ვიხვეწებით წამყვანები აქტიურობას მუდმივად, რომ შემდეგ გული არ დაგწყდეთ 🙌🏼
ჩემი აზრით, ნიკუშა არა მარტო ამ სეზონის, არამედ ყველა სეზონის გამორჩეული მონაწილეა. წარმატებები მას ყველგან და ყოველთვის❤️.
ჰო და კიდევ.. ვეტოს საშუალება არ იყო გუშინ, რადგან ქართულ ტურში არავინ გავარდა და ისედაც მეტობა გვაქვს, ორი ლაივი და ხუთი წყვილია დარჩენილი.
ეს არ არის ქართული პროექტი, ეს არის BBC -ის პროექტი და, შესაბამისად, წესებიც და კანონებიც მათია 🙌🏼
რამდენი ხანია ფბ-ზე სტატუსი არ დამიწერია 🙈
მადლობა ყურადღებისთვის ⭐️” – წერს ეკო.
