“ვაიმე, აქეთ გამოდით… 6-7 მანქანა იწვოდა ორბელიანზე” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
გვიან ღამით ორბელიანზე რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ფოტო-ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს და წერს, რომ სავარაუდოდ, 6-7 მანქანა იწვოდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე გაითიშა ელექტროენერგია.
