December 8, 2025
ახალი ამბები

“მერაბი დავლეწე” – პიოტრ იანის ამ სიტყვებს ილია თოფურია ეხმაურება და რუს მებრძოლს მიმართავს

“მერაბი დავლეწე” – პიოტრ იანის ამ სიტყვებს ილია თოფურია ეხმაურება და რუს მებრძოლს მიმართავს

UFC 323-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, „მანქანამ“ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

პიოტრ იანმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მერაბის დამარცხების შესახებ ისაუბრა.

“ნახე რა დაზიანება მივაყენე ? ეს აქამდე არავის უქნია. მე მერაბი დავლეწე” – უთხრა იანმა რუს ჟურნალისტს.

იანის ამ სიტყვებს ილია თოფურია ინსტაგრამ “ლაივში” გამოეხმაურა :

“მერაბ ძმაო ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. შენ უფრო ძლიერი დაბრუნდები, უფრო სწრაფი და შეუჩერებელი.

იან, მერაბი ჩემთვის ძმასავითაა. ის ჩემი ოჯახია, გესმის ? სიტყვებს დაუკვირდი. ვიმედოვნებ პატივისცემას გამოიჩენ.”

Leave a Reply