პიოტრ იანი ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილს დასცინის – რას წერს რუსი მებრძოლი სოციალურ ქსელში ?
UFC 323-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, „მანქანამ“ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
გამარჯვების შემდეგ იანმა X-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. მასზე პიოტრი ჯაკუზიში, ლამაზ ქალბატონებთან ერთად იმყოფება, მერაბი კი მიმტანის ფორმაშია გამოწყობილი და იანისთვის სასმელი მიაქვს.
Relaxing after the fight ⚡️ pic.twitter.com/WVms5IadIM
— Petr “No Mercy” Yan (@PetrYanUFC) December 7, 2025
