December 26, 2025
ახალი ამბები

მარსელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა

მარსელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა

„რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარსელომ AS-თან ვრცელ ინტერვიუში უპასუხა კითხვაზე – მოქმედი ფეხბურთელებიდან, დრიბლიორებს შორის ყველაზე მეტად ვისი თამაში მოსწონს.

 

„ახლა „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ფეხბურთელია სახელად გაბრი. უმაღლესი კლასისაა. ალბათ, ეს ბიჭი ძირითად გუნდში მოხვდება, რადგან შესანიშნავი დრიბლიორია. ლამინ იამალის მსგავსად ჩინებულად აკონტროლებს ბურთს. კიდევ პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს“.

 

კვარაცხელიამ პსჟ-ში ყველა ტურნირზე 49 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო: sportall.ge

Leave a Reply