November 11, 2025
ახალი ამბები

“არაფერი დაგვეცეს, ნაწილები ცვივა ჰაერში” – ვრცელდება სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ვარდება კახეთში თურქული სამხედრო თვითმფრინავი

“არაფერი დაგვეცეს, ნაწილები ცვივა ჰაერში” – ვრცელდება სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ვარდება კახეთში თურქული სამხედრო თვითმფრინავი

ვრცელდება სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ვარდება კახეთში თურქული სამხედრო თვითმფრინავი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

“ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply