“ჩვენ ვიცით ლაშას ეს მოეწონებოდა…” – რესტორანი “ქვევრი” განცხადებას ავრცელებს
 
									რესტორანი „ქვევრი“ფეისბუქ გვერდზე გარდაცვლილი ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის შესახებ პოსტს ავრცელებს:
„ძალიან გვიჭირს ამ სიტყვების დაწერა…
განუსაზღვრელი ტკივილით ვგლოვობთ ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადამიანს ლაშა ბასლანძეს.
ლაშა არ იყო უბრალოდ მფლობელი ან უფროსი ის იყო ჩვენი მეგობარი, ჩვენი ოჯახის ნაწილი, ადამიანი, რომელიც სულ ჩვენს გვერდით იდგა და თავისი გული ჩადო „ქვევრში“.
დღეს გლოვის დღეა ჩვენი გუნდისთვის.
გატყდა თითოეული თანამშრომელი… ყველას გვტკივა, ყველას გვაკლია მისი ღიმილი, ენერგია და სითბო.
ჩვენ ვიცით ლაშას მოეწონებოდა, რომ „ქვევრს,, ჩვეულ რეჟიმში ემუშავა
მან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი დაუთმო იმას, რომ ეს ადგილი ყოფილიყო სითბოს, გემოს და მეგობრობის სიმბოლო.
ამიტომ რესტორანი „ქვევრი“ აგრძელებს ლაშას ოცნების ასრულებას და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
ეს ჩვენი გზა იქნება მისი ხსოვნისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზანი
ლაშას ასე გაუხარდებოდა
ვუმასპინძლდებით ყველა სტუმარს იმავე სიყვარულითა და სითბოთი, რომელიც თავად ლაშამ გვასწავლა.
მშვიდად განისვენე, ლაშა…
შენი „ქვევრი“ აგრძელებს სიცოცხლეს შენით და შენს სახსოვრად“, – წერია რესტორნის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 
             
             
		 
		