“ვისზე ნაკლები გოგოები გვყავს?!” – ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ფოტოებსაც ილია თოფურიასთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
მიუხედავად იმისა, რომ ილია თოფურია სამშობლოში მხოლოდ პირადი მიზნებით დაბრუნდა, უამრავი ფოტო გადაიღო გულშემატკივრებთან ერთად და საყვარელი ადგილებიც მოინახულა, საზოგადოება კვლავ განიხილავს მის პირად ცხოვრებას. ქართულ და ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მებრძოლი მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორდა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ სოციალურ ქსელში ორივე მათგანმა წაშალა საერთო ფოტოები, ხოლო ჯორჯინამ “ინსტაგრამზე” ილიას გამოწერაც გააუქმა.
ამ დრომდე არც ერთ მათგან საჯაროდ პირადი ცხოვრების შესახებ არ უსაუბრია – ისინი დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ, არც ადასტურებენ. თუმცა ილიაც და ჯორჯინაც აგრძელებენ საკუთარ ცხოვრებას და სოციალურ ქსელში აქტიურობენ.
ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა
ამ ყველაფრის ფონზე, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ტიკტოკის მომხმარებლის მიერ გაზიარებულმა ვიდეომ მიიპყრო. “ვისზე ნაკლები გოგოები გვყავს?!”, “ქართველ გოგოებს ვერავინ შეედრება”, “ილია, რა ხდება?” – წერენ კომენტარებში. განსაკუთრებული დაბნეულობა ფოტოებმა ესპანელ გულშემატკივარში გამოიწვია.
ვიდეოს ტიკტოკზე 850 ათასზე მეტი ნახვა და 33 ათასზე მეტი რეაქცია აქვს. ფოტოები სოფო ქსოვრელს ეკუთვნის, რომელიც პროფესიით მოცეკვავეა და ლევან ახვლედიანის ევროპული და ლათინურ-ამერიკული ცეკვის სტუდიის წევრია. ფოტოებზე კი მხოლოდ წარმატებული ქართველი სპორტსმენი და გულშემატკივარი არიან.
წყარო: marao.ge