დაკარგული მამაკაცი, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ იპოვნეს – გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა

გორში დაკარგული კაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, დრონის საშუალებით იპოვეს. ალცჰაიმერით დაავადებული კაცი გორის ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა, ოთო გვრიტიშვილმა მდინარე მეჯუდის სანაპიროზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იპოვა. ის, ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი.
„როცა დავინახე იწვა, სულ მიკანკალებდა ხელები, სანამ ამოძრავდა. მერე ვნახეთ, რომ უკვე სულ შეშუპებული ჰქონდა სახე…“, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი. ზემოთ აღნიშნული ამბავი საქართველოში ერთ-ერთი უძლიერეს ეზოტერიკოსმა გოგა მანიამ 5 ოქტომბერს იწინასწარმეტყველა. როგორც მის მიერ გავრცელებულ წინასწარმეტყველებაში ვკითხულობდით, გაუჩინარებულ კაცს ცუდ მდგომარეობაში იპოვიდნენ: „05.09.2025 წინასწარმეტყველება!!
1. გაზის აფეთქება.2. 2 გარდაცვლილი პოლიციელი უახლოეს მომავალში! ( სამწუხაროა! )3. დაკარგულ კაცს იპოვიან! ( მძიმე რეალობა!!!)4. მომღერლის გარდაცვალება.. მძიმე მდგომარეობა !5. გვირაბში აფეთქება!6. თავდასხმა პოლიტიკოსზე7. კიდევ ერთი ჯგუფის დაკავება (რომელიც მასობრივ თავდასხმას გეგმავს პოლიტ.ფიგურაზე, ფიგურებზე და არა მარტო!“, – წერდა გოგა მანია.