“ძალიან მალე ქართველ ფეხბურთელს დავკარგავთ, ასევე გარდაიცვლება ორი სპორტსმენი… საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდება და მთელი ქვეყანა ამაზე ისაუბრებს” – გოგა მანია შოკისმომგვრელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

ეზოტერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს. ამჯერად, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება.
გოგა, ხშირად აფრთხილებს საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
„სამწუხაროა, მაგრამ ძალიან მალე ქართველ ფეხბურთელს დავკარგავთ… ასევე გარდაიცვლება ორი სპორტსმენი, ამ შემთხვევაში „ბოდიბილდერებს“ ვგულისხმობ. ამას ხშირად ვიძახი, თუმცა უკვე მოახლოვდა და ციხეში მყოფი პოლიტიკოსი გარდაიცვლება. ტრაგედია იქნება სვანეთის გზაზე, ასევე ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. მაღალმთიან ადგილებში, ორ ადგილას მოსალოდნელია შოვის მსგავსი ტრაგედია.
საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდება და ამაზე მთელი ქვეყანა ისაუბრებს. ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მოხდება უბედურება, ჯარისკაცი გარდაიცვლება.
გაფრთხილება საზოგადოებას: ერიდეთ ბენზინგასამართ სადგურებს, რადგან მოსალოდნელია აფეთქება, ასევე ვაფრთხილებ, გაზზე მყოფ მანქანებს და ავტომატარებლის მძღოლებს, იყავით ძალიან ფრთხილად. თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში, შესაძლოა პატარა აფეთქება მოხდეს. ყურადღებით იყავით რელსებთან, რადგან გადავარდნის და გადაგდების შანსი არსებობს. დიდი ყურადღება გმართებთ ბავშვებთან, განსაკუთრებით, კორპუსებთან და მანქანებთან დაკავშირებით.
მსოფლიოს რაც შეეხება, უკრაინის ომი ასე მარტივად არ სრულდება და პირიქით, ომები მოიმატებს, არც ირანი და ისრაელი არ დასრულებულა.