October 2, 2025
ახალი ამბები

ცნობილი თურქი ვარსკვლავი დაიღუპა – მისი სიკვდილი გოგა მანიამ იწინასწარმეტყველა

ცნობილი თურქი ვარსკვლავი დაიღუპა – მისი სიკვდილი გოგა მანიამ იწინასწარმეტყველა

26 სექტემბერს, თურქეთში მუსიკალური სამყაროსთვის ტრაგედია დატრიალდა – ცნობილი მომღერალი Güllü, რომლის ნამდვილი სახელია გიულ ტუტი იალოვაში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა.  თურქული მედიის ცნობით, მომღერალი მე-6 სართულის აივნიდან გადავარდა. მომხდარს ამ ეტაპზე უბედურ შემთხვევად მიიჩნევენ. ოფიციალური წყაროები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.  ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა იყო.

საინტერესო დეტალია, რომ ქართველი ცნობილი ეზოტერიკოსი გოგა მანია რამდენიმე ხნის წინ აცხადებდა, რომ „თურქულ ესტრადას მნიშვნელოვანი დანაკარგი ელოდა“ და ეს წინასწარმეტყველება ამჯერადაც ახდა. გოგა მანიას თქმით, მომღერალი მოკლულია.

„ეს მომღერალი, ღამით ორის ნახევარზე საპირფარეშოდან გამოდის, სახლში იმყოფებიან მისი შვილი და ამ შვილის დაქალი. როგორც მათ პოლიციას განუცხადეს, იგი ცეკვავდა ნასვამი და ფეხი დაუცურდა. სინამდვილეში გამოდის ის საპირფარეშოდან და ხმაურის შედეგად აგდებენ მე-6 სართულიდან. მან, ნახა ისეთი რაღაც, რაც არ უნდა ენახა“, – ამბობს გოგა მანია მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ თურქულენოვან მიმართვაში.

ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, Güllü პოპულარული იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მას მრავალი ჰიტი აქვს შესრულებული, მათ შორის Sabah Olmadan, Kopamam Senden და სხვა.

წყარო : Digest.ge

Leave a Reply