„5 თვეა რაც კამერის წინ არ მისაუბრია…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

ინფლუენსერი და მსახიობი თამუნა მდივანი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
თამუნა ამბობს, რომ მისი შვილი იქიდან აძლიერებს და ეხმარება ამ განსაცდელის დაძლევაში.
„პირველი პერიოდი შოკის პერიოდია, ალბათ ეს შოკის პერიოდი ისევ ჩვენი ფსიქიკისთვისაა უფლისგან, რომ არ გადავიდეთ ჭკუიდან. ჩვენ უფალი არასოდეს არ გვტოვებს. მერე მოდის პერიოდი როცა აცნობიერებ რა დაგემართა, ეს არის განუზომელი ტკივილი, მაგრამ მე პირადად ჩემი რწმენა ძალიან მეხმარება. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი უფალთანაა.
ნახეთ, ვიდეო:
@tamunamdivani7 Replying to @ხევსური ♬ original sound – თამუნა მდივანი