ახლახანს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

თუშეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავარდა. მანქანაში სხვა მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
AMBEBI.GE-ს ცნობით, გარდაცვლილები არიან ლევან ბახტარაშვილი და ილია იდიძე. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძა და დისშვილი იყვნენ.შემთხვევა სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
ილო იდიძე და მისი დისშვილი ლევან ბახტურიშვილი ზემო ალვანში ცხოვრობდნენ. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი დართლოდან სოფელ ფარსმაში მიდიოდნენ. მაღალი გამავლობის ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან არის გადავარდნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
