“მატილდა რომ გამოჩნდა, წამოვდექი, მინდოდა ჩავხუტებოდი და…” – რა რეაქცია ჰქონდა თამო ვაშალომიძეს, როდესაც მატილდა გვარლიანი მილანის მოდის კვირეულზე გამოჩნდა ?

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება. თამომ სოციალურ ქსელში მილანის მოდის კვირეულიდან კადრები გაავრცელა, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გამოჩნდა პოდიუმზე.
„ჩვენი ულამაზესი“, – წერს თამო ვაშალომიძე ვიდეოს აღწერაში.
მოგვიანებით კი მან ინსტაგრამსთორიში ისაუბრა, როგორი ემოციები ჰქონდა, როდესაც მატილდა პოდიუმზე დაინახა.
„ქართველებს უცხოეთში რომ ვხედავ, არ ვიცი რა მჭირს, მინდა ხოლმე რომ ჩავეხუტო. მატილდა რომ გამოჩნდა, ფეხზე წამოვდექი და მინდოდა ჩავხუტებოდი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, დაჯექიო. ძაან კარგი და მაგარი იყო. იცოდეთ, თუ ქართველს შეგხვდებით უცხოეთში, შეიძლება გაგაჩეროთ და ჩაგეხუტოთ“, – ამბობს TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი.
ნახეთ ვიდეოები.