September 12, 2025
ახალი ამბები

“სამუშაოს შემდეგ დამატებითაც მუშაობდა – ცხოველებს უვლიდა, მამამისი დაკრძალვაზე ვერ ჩავიდა, და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა და ბევრი ოცნება ჰქონდა” – ვინ იყო უკრაინელი გოგონა რომელიც მოკლეს და რას ამბობს მკვლელის და საზარელი ვიდეოს ნახვის შემდეგ

“სამუშაოს შემდეგ დამატებითაც მუშაობდა – ცხოველებს უვლიდა, მამამისი დაკრძალვაზე ვერ ჩავიდა, და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა და ბევრი ოცნება ჰქონდა” – ვინ იყო უკრაინელი გოგონა რომელიც მოკლეს და რას ამბობს მკვლელის და საზარელი ვიდეოს ნახვის შემდეგ

გახმაურებული მკვლელობის შესახებ, რომელიც 22 აგვისტოს ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში მოხდა, ახლა გაიგო ფართო საზოგადოებამ, რადგან 9 სექტემბერს წაუყენეს ბრალი დამნაშავეს, გამოქვეყნდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ტრამპმა და მასკმაც გააკეთეს კომენტარი მკვლელობაზე.

როგორც გაირკვა, 23 წლის უკრაინელ გოგონას, რომელიც მატარებლის ვაგონში ის-ის იყო შევიდა, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ-უმცროსი დაესხა თავს და სამჯერ დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. მკვლელობა ხალხით სავსე ვაგონში მოხდა, თუმცა დახმარება ვერავინ შეძლო. ვაგონიდან გამოსული დამნაშავე კი იქვე დააკავეს.

ის არაერთხელ ნასამართლევი აღმოჩნდა, უსახლკარო, უმუშევარი. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, ათ წელზე მეტი ხნის კრიმინალური წარსული აქვს, მათ შორის, ძარცვა და თავდასხმა იარაღით, რისთვისაც ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა.

9 სექტემბერს მკვლელობის შესახებ განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავში ჩიპი ჰქონდა, რომელიც კარნახობდა ქმედებებს…

ახლა მას სიკვდილით დასჯა ემუქრება, რასაც ღიად მიემხრო ილონ მასკი. ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია, რამდენად მოძლიერდა დამნაშავეობა და როგორ აუცილებელია ახალი წესების შემოღება მასთან საბრძოლველად.

რაც შეეხება 23 წლის გოგონას, ირინა ზარუცკაია უკრაინიდან იყო დევნილი. ორი წლის წინ კიევიდან დედასთან და და-ძმასთან წავიდა ემიგრაციაში. მამა უკრაინაში დარჩა და ის შვილის დაკრძალვაზეც ვერ ჩავიდა.

გოგონა პიცერიაში მუშაობდა და სწორედ სამუშაოდან ბრუნდებოდა შინ იმ საღამოს. სამსახურის უნიფორმა ეცვა და კეპი ეხურა პიცერიის ლოგოთი. სამუშაოს მერე ხშირად დამატებითაც მუშაობდა – ცხოველებს უვლიდა. 23 წლის ირინა ვეტერინარობაზე და მოდელობაზე ოცნებობდა. ფოტოგრაფებთანაც თანამშრომლობდა და ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა დე­კარ­ლოს ბრა­უნ უმ­ცროს­მა ოჯახს გა­ნუ­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლი ირი­ნა ზა­რუც­კა­ია ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას შტა­ტის ქა­ლაქ შარ­ლოტ­ში, მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას და­ნით იმი­ტომ მოკ­ლა, რომ “გო­გო­ნა მის აზ­რებს კი­თხუ­ლობ­და“.

ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა მის დას ტრე­ი­სი ბრა­უნს უთხრა, რო­მელ­მაც დე­კარ­ლო­სი ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

  • ბრალ­დე­ბუ­ლის დის გან­ცხა­დე­ბით, დე­კარ­ლო­სი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­კია და მისი ძმა ამ­ტკი­ცებს, რომ მთავ­რო­ბამ ჩიპი ჩა­უ­ნერ­გა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მის ქცე­ვას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

ამას­თან, ტრე­ი­სის თქმით, სა­კუ­თა­რი ძმა მას 2022 წელს და­ეს­ხა თავს. უთან­ხმო­ე­ბის დროს უკბი­ნა და სახ­ლის კარი ჩა­ამ­სხვრია.

„უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ ამის გა­აზ­რე­ბას. რა­ტომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს? ის თა­ვის თავს არ ჰგავ­და,“ – თქვა ბრალ­დე­ბუ­ლის დამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ცი­ხე­შია ჩა­წე­რი­ლი. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბრა­უ­ნი ეუბ­ნე­ბა დას, რომ „მის სხე­ულ­ში არ­სე­ბულ­მა რა­ღა­ცამ“ აი­ძუ­ლა ირი­ნას მოკ­ვლა.

Leave a Reply