უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მოტივი გაამხილა – რას აცხადებს დეკარლოს ბრაუნი საზარელი თავდასხმის შესახებ

მკვლელობაში ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნ უმცროსმა ოჯახს განუცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, მატარებლით მგზავრობისას დანით იმიტომ მოკლა, რომ “გოგონა მის აზრებს კითხულობდა“.
ამის შესახებ ბრალდებულმა მის დას ტრეისი ბრაუნს უთხრა, რომელმაც დეკარლოსი ციხეში მოინახულა.
- ბრალდებულის დის განცხადებით, დეკარლოსი პარანოიდული შიზოფრენიკია და მისი ძმა ამტკიცებს, რომ მთავრობამ ჩიპი ჩაუნერგა, რომლის მეშვეობითაც მის ქცევას აკონტროლებენ.
ამასთან, ტრეისის თქმით, საკუთარი ძმა მას 2022 წელს დაესხა თავს. უთანხმოების დროს უკბინა და სახლის კარი ჩაამსხვრია.
„უბრალოდ ვცდილობ ამის გააზრებას. რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? ის თავის თავს არ ჰგავდა,“ – თქვა ბრალდებულის დამ ვიდეოს ნახვის შემდეგ.
მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი ციხეშია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბრაუნი ეუბნება დას, რომ „მის სხეულში არსებულმა რაღაცამ“ აიძულა ირინას მოკვლა.
სასტიკი შემთხვევა აშშ-ში 28 აგვისტოს მოხდა. მატარებელში, სამგზავროდ ასულ უკრაინელ ირინა ზარუცკას მის უკან მჯდომი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მან მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და 23 წლის ირინას ყელის, გულმკერდის არეში სამჯერ ჩაარტყა.
უკრაინელი ლტოლვილი გარდაიცვალა.
დონალდ ტრამპმა დამნაშავის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა.
წყარო : Ambebi.ge