August 21, 2025
ახალი ამბები

გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი

გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი

ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი 1955 წლის 24 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ოჯახ­ში. 1972 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 61-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. 1977 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1977-79 წლებ­ში მუ­შა­ობ­და მე­ტე­ხის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად. 1979-82 წლებ­ში იყო ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის II მდი­ვა­ნი; 1982-92 წლებ­ში – გ. ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. 1992 წელს პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის მრჩე­ველ-კონ­სულ­ტან­ტი. 1993 წლი­დან გა­აგ­რძე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა.

მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი იყო თვით­ნას­წავ­ლი, თვითმყო­ფა­დი მუ­სი­კო­სი, ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. მან ბავ­შვო­ბის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლა სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე (გი­ტა­რა, რო­ი­ა­ლი) დაკ­ვრა. ის ბევ­რი სიმ­ღე­რის ავ­ტორს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა გა­ჰიტ­და. მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რებს ხში­რად ას­რუ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი.

2000 წელს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით.

ძმის გარდაცვალებას თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს :

Leave a Reply