August 15, 2025
ახალი ამბები

2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი ცნობილია – რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები ?

2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი ცნობილია – რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები ?

2025-2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია ოფიციალურად უქმე დღეები, რა დროსაც მოსწავლეებიც დაისვენებენ:

  • 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი – გიორგობა
  • 7 იანვარი – შობა
  • 19 იანვარი – ნათლისღება
  • 3 მარტი – დედის დღე
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ზამთრისარდადეგები30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საგაზაფხულოარდადეგებიკი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად,სააღდგომოდღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.შესაბამისად, მოსწავლეები 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Reply