კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა – რა მოხდა სინამდვილეში

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, თითქოს ქალს ვეშაპი ჭამს, ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი ეხმაურება და განმარტავს, რა მოხდა სინამდვილეში.
„ბოლო დღეებია, არა მხოლოდ „ტიკტოკში“, არამედ, „ფეისბუქშიც“ და ყველა სოციალურ ქსელში, თუკი სადმე აქტიურად ვართ და ვიყენებთ, ყველგან ვრცელდება ჯესიკასა და ვეშაპის ვიდეო, სადაც, თითქოს, ერთ-ერთი შოუს დროს ქალს ჭამს ვეშაპი. გადავამოწმე ეს ინფორმაცია, სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით და აღმოჩნდა, რომ 100%-ით, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული ხმაც და კადრებიც. ეს მასალა არის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი და მას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – ამბობს უჩა პირმისაშვილი.