July 27, 2025
ახალი ამბები

26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა – ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა – ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

26 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. მისი ხსენების დღის დაწესების მიზეზი XVIII საუკუნეში, 26 ივლისს, კონსტანტინოპოლში წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინასწარმეტყველება, რომელიც მთავარანგელოზ გაბრიელს უკავშირდება დედამიწაზე ქრისტეს მოვლინების თარიღია. მან დანიელ წინასწარმეტყველს იესო ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი აუწყა. მთავარანგელოზის ხსენების დღის აღსანიშნავად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

ლოცვა მთავარანგელოზი გაბრიელის მიმართ :

წმიდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! წინა-მძღუარო და პირველ-მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწვთომელისა ჯერ-ჩინებისა ღმრთისა განმაცხადებელო და უბიწოჲსა ქალწულისა მიმართ მარიამისა ზეცითგან გამოუთქუმელისა სიხარულისა მაუწყებელო, აწცა განანათლე სული ჩემი და სიხარულითა აღავსე გული ჩემი, რაჲთა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ დიდებისმეტყუელებად და მადლობისა შეწირვად ღმრთისა.ჵ, ზეცისა წესთა დიდო წინამძღუარო და საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოჲსა დიდებისა წინაშე მდგომელო გაბრიელ! ვითარცა მცველსა და შემწესა მორწმუნეთასა, და ზედა მდგომელსა ჩუენსა და მოსწრაფედ მსმენელსა გევედრებით: მაუწყე მეცა ცოდვილსა დღჱ საშინელისა სიკუდილისაჲ; ევედრე უფალსა ღმერთსა ცოდვილსათჳს სულისა ჩემისა, რაჲთა ბრალთა მიტევებაჲ მომმადლოს და საღმრთოსა მას ბანაკსა მას ზეცისაჲთა მკჳდრ მყოს წმიდათა თანა. ჵ, საღმრთოჲსა განკაცებისა მსახურო გაბრიელ! დამიცევ მე ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან და მიჴსენ სასჯელისა მისგან ულხინებელისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Leave a Reply