June 30, 2025
ახალი ამბები

კვარაცხელიამ და მესიმ შეუცვლელად ითამაშეს – რა შეფასება მიიღო ხვიჩამ ინტერ მაიამის წინააღმდეგ ?

კვარაცხელიამ და მესიმ შეუცვლელად ითამაშეს – რა შეფასება მიიღო ხვიჩამ ინტერ მაიამის წინააღმდეგ ?

ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

პარიზელებმა ინტერ მაიამი 4-0 გაანადგურეს და მარტივი გამარჯვება მოიპოვეს.

ორი გოლი ჟოაო ნევეშმა გაიტანა, ერთი ფაბიან რუისმა, ერთი კი აშრაფ ჰაკიმიმ.

შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო.

კვარაცხელიამ ანალიტიკური გამოცემა Sofascore-სგან 7.1 ქულა დაიმსახურა.

“პსჟ”-ს რიგებში საუკეთესო ჟოაო ნევეში იყო, რომელმაც 8.9 ქულა მიიღო.

ინტერ მაიამის რიგებიდან ლეგენდარული ლეო მესი გამოირჩა, რომლის თამაშიც 7.4 ქულით შეაფასეს.

წყარო : Pnews.ge

Leave a Reply