June 23, 2025
ახალი ამბები

თიკა ფაცაციას ვაჟის დიდი წარმატება – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ?

თიკა ფაცაციას ვაჟის დიდი წარმატება – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ?

კალათბურთში, „ჟალგირის კაუნასი’’ ლიეტუვის ჩემპიონი გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინკიერია. 2024 წლის ივნისიდან ტრინკიერის სამწვრთნელო შტაბში 24 წლის ქართველი სპეციალისტი ანდრო ანთელიძე მუშაობს, რომელიც ვიდეო ანალიტიკოსია.

ასევე გეტყვით, რომ 2024-25 წლების სეზონში ახალგაზრდული ევროლიგა „ჟალგირის კაუნასმა” მოიგო, ფინალში „მილანი” 89-81 დაამარცხა. ანთელიძე პირველ გუნდში მუშაობის პარალელურად ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია.

როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 2023 წელს ანდრო ანთელიძემ FIBA-ს უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა გაირა და სერთიფიკატი მიიღო (FIBA Europe Coaching Certificate). კარიერის ლიეტუვაში გაგრძელებამდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა, 18 და 20-წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ანდრო ცნობილი ტელეწამყვანის თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟია.

Leave a Reply