დიდი ტრაგედია – ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.