“დღეს გავიგე ამის შესახებ, მთელი დღე მეტირება” – რა ინფორმაციას ავრცელებს მაია ასათიანი ?

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც მაია ასათიანი წერს, მან დღეს შეიტყო, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში დღემდე გადასცემენ ნუცა მახვილაძის სტიპენდიას წარმატებულ ქართველ სტუდენტებს.
„დღეს გავიგე, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, ისევ არსებობს ნუცა მახვილაძის სტიპენდია, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ, მთელი დღე მეტირება, ოღონდ მგონი სიხარულის ცრემლებია ეს“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.