May 24, 2025
ახალი ამბები

25 წლის პროფესიონალი მოკრივე გარდაიცვალა

25 წლის პროფესიონალი მოკრივე გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში, 25 წლის პროფესიონალი მოკრივე ჯორჯია ო’კონორი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიმდინარე წელს, ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ მას კიბოს დიაგნოზი წყლულოვან კოლიტთან ბრძოლის შემდეგ დაუსვეს.

ო’კონორი იუნიორულ დონეზე აღიარებული მოყვარული მოკრივე იყო, რომელმაც 2017 წლის თანამეგობრობის ახალგაზრდულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ო’კონორმა პროფესიონალი გახდა, პრომოუტერ “ბენ შალომ ბოქსერთან” გააფორმა კონტრაქტი და ზედიზედ სამ ბრძოლაში დაუმარცხებელი იყო.

Leave a Reply