7 სექტემბერს მთვარის დაბნელებაა – რიტუალი რომელიც ამ დღეს უნდა გააკეთოთ

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 სექტემბერს მთვარის დაბნელების დღეს უნდა გავაკეთოთ.
„მარტივი რიტუალი #მთვარის #დაბნელებისთვის: კეთდება აუცილებლად პიკამდე, ღამით (ხვალ დღის ბოლომდე გაქვთ დრო) დაანთეთ თეთრი სანთელი, აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი (თუ არ გაქვთ გააკეთეთ ფურცელზე) დაწერეთ თითოეულ ფოთოლზე თითო პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, დაწერეთ ერთი სიტყვით (აზრობრივად განავრცეთ): მაგ: ვალები (შინაარსი კი განავრცეთ, რა ტიპის ვალია, რამდენია, რამდენად გაწუხებთ, იგრძენით სხეულით ის დისკომფორტი რომელსაც გიქმნით ეს მდგომარეობა, სად არის ეს დისკომფორტი თქვენს სხეულში, რა ადგილასაა, ეცადეთ ყველაფერი დეტალურად გაიაზროთ.) (შეგიძლიათ დაწეროთ: ღალატი, დაშორება, ავადმყოფობა, ტკივილი, ალკოჰოლი. თითოეულ სიტყვას ფოთოლზე კი აზრობრივად განავრცობთ). იღებთ ამ ფოთოლს/ფურცელს და წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით: „წარმავალო სამყაროვ, შეცვალე ის, რაც აქამდე მტანჯავს, ცეცხლის ძალავ, წაიღე ის, რაც ხელს მიშლის. წარსული წარსულთან, ძველი წარმავალთან, ფერფლი ფერფლთან. დაე იყოს ასე!“ დაწვით ფოთლები/ქაღალდის ფურცლები სანთლის ალზე, ფერფლი კი წყალს გაატანეთ“, – წერს ქეთი ოდიშელი.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს – ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ. თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.