3 რამ, რაც მეკვლემ აუცილებლად უნდა მოიტანოს: „ეს სამი სიმბოლო აღმოსავლური ტრადიციით ჯანმრთელობას, სიხარულს და სიყვარულს განასახიერებს…“
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ მეკვლე ახალ წლის განსაკუთრებული სიმბოლურობით უნდა იყოს წარმოდგენილი.
მისი თქმით, მეკვლე უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი.
„რაც უფრო ოპტიმისტური და მხიარულია, მით უკეთესი, ასეთი „მებრძოლი სულისკვეთების მატარებელი“ განსაკუთრებულად კარგია. მეკვლეს ოპტიმიზმისა და ენერგიის გარდა ტკბილეულიც თან უნდა ჰქონდეს, რადგან ცხენს ძალიან უყვარს ტკბილი“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეკვლემ მოგიტანოთ სამი რამ: ერთი ცალი მანდარინი, ერთი ცალი ბროწეული და ერთი ცალი ლიმონი.
„ეს სამი სიმბოლო აღმოსავლური ტრადიციით ჯანმრთელობას, სიხარულს და სიყვარულს განასახიერებს. მანდარინი ამასთან ფინანსების მოზიდვას უწყობს ხელს. სამივე ატრიბუტი შეიძლება განთავსდეს ხელოვნურ ტოტზე და ეს ტოტი ჩიჩილაკის ან ნაძვის ხის გვერდით დადგათ, რაც შემოსავლის, ბედნიერებისა და ბარაქის სიმბოლო იქნება“, – აღნიშნავს ასტროლოგი.
