“11 წლის ასაკიდან ლოცვა და სანთლების ანთება გახდა ჩემი წმინდა რიტუალი… მადლიერი ვარ, რომ ამ მომენტს ვუზიარებ დარენს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელია…” – რას წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და მისი საქმრო, ცნობილი ამერიკელი აგენტი საქართველოს სტუმრობენ.
ნუცა დარენთან ერთად ჯვრის მონასტერს ეწვია და სოციალურ ქსელში კადრებიც გაგვიზიარა.
„11 წლის ასაკიდან ლოცვა და სანთლების ანთება გახდა ჩემი წმინდა რიტუალი — ჩუმი ძაფი, რომელიც მაკავშირებს ყველა იმ კურთხევასთან, რაც ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში მომანიჭა ❤️ მადლიერი ვარ, რომ ამ მომენტს ვუზიარებ დარენს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელია, პატივს სცემს ყველას, ვისაც ღმერთი უყვარს. ჩვენ სულიერად დავუკავშირდით ერთმანეთს ⭐ და დანარჩენი თავისთავად აეწყო…“, – წერს ნუცა.