ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება – მიზეზი ცნობილია

La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება ❌
პარი სენ-ჟერმენი 15 ივნისიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ამერიკაში ტარდება და კვარაც გუნდთან ერთად იქნება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, სადაც პსჟ-ს მეტოქე მილანის “ინტერი” იქნება.
პსჟ-ს და ინტერის შეხვედრა 31 მაისს შედგება, მანამდე კი ფრანგული გრანდი საფრანგეთის თასზე 24 მაისს რეიმს დაუპირისპირდება.