August 2, 2025
ახალი ამბები

“წინა წელსაც ვიყავი გასული ეროვნულებზე საკუთარი თავის გამოსაცდელად” – გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს

“წინა წელსაც ვიყავი გასული ეროვნულებზე საკუთარი თავის გამოსაცდელად” – გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრმა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის ის­ტო­რი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლად შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სა­კუ­თა­რი შე­დე­გის გა­სა­გე­ბად აბი­ტუ­რი­ენ­ტი უნდა შე­ვი­დეს ვებგ­ვერ­დზე online.naec.ge, შე­სა­ბა­მის ველ­ში კი მი­უ­თი­თოს პი­რა­დი ნო­მე­რი და ხუთ­ნიშ­ნა პა­რო­ლი. პი­რად გვერ­დზე გა­მო­საც­დელს აქვს სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის ას­ლი­სა და კონ­კრე­ტულ სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი, „ნედ­ლი“ ქუ­ლის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

kvirispalitra.geგა­გაც­ნობთ ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბულ გური ბო­ჭო­რიშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­მი­ვე სა­გან­ში: ქარ­თულ­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ინ­გლი­სურ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი აიღო.

– გური, გი­ლო­ცავ გა­მოც­დებ­ზე მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას. გაგ­ვი­ზი­ა­რე შენი ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი … რო­გორ ფიქ­რობ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი შე­დე­გე­ბი?

– ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და ყვე­ლას. ბე­ბი­ას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, როცა ქუ­ლე­ბი ვნა­ხე. სა­მი­ვე სა­გან­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის აღე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩემ­თვის. ღმერ­თის წყა­ლო­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს მაძ­ლევ­დნენ. მას­წავ­ლებ­ლებ­თან დავ­დი­ო­დი, იმი­ტი­რე­ბულ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გავ­დი­ო­დი და უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი სა­გა­მოც­დო პრო­ცესს. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ჩემს თავს, რა უნდა გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა. გა­მოც­დებ­ზე გას­ვლის შემ­დეგ მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ კარ­გი ქუ­ლე­ბი მე­ლო­და. ქარ­თულ­ზე და მა­თე­მა­ტი­კა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო, რომ ქუ­ლე­ბი არ და­კარ­გო, დე­ტა­ლებ­ზე უნდა კონ­ცენ­ტრირ­დე. შე­საძ­ლოა იცო­დე პა­სუ­ხი, მაგ­რამ რა­ღა­ცას საკ­მა­რი­სი ყუ­რა­დღე­ბა არ და­უთ­მო და ამან შე­გი­შა­ლოს ხელი.

ლიზი ჯო­ბა­ვა 2025 წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტია. მან სკო­ლა “ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი” და­ამ­თავ­რა. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე აპი­რებს. ლი­ზიმ სა­მი­ვე სა­გან­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა – ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 60-დან 60 ქულა, გერ­მა­ნულ ენა­ში 70-დან 70 ქულა, მა­თე­მა­ტი­კა­ში კი 51-დან 51 ქუ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლო.

  • ლიზი ამ­ბობს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მი­თა და მონ­დო­მე­ბით შეძ­ლო. მან სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ას­რუ­ლა და ახლა რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უზი­ა­რებს:

– პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და. ისი­ნი დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­დნენ. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, რომ თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე.

მა­თე­მა­ტი­კა­ში სის­ტე­მა­ტურ მუ­შა­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ბევ­რს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და გა­სუ­ლი წლე­ბის ტეს­ტებ­საც ვა­კე­თებ­დი. ამ სა­გან­ში თუნ­დაც ერთი გაკ­ვე­თი­ლის გაც­დე­ნა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა, პრობ­ლე­მა შექ­მნას. ამი­ტომ, ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ვშრო­მობ­დი.

– მა­თე­მა­ტი­კის ტესტზე წელს ბევ­რმა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ რთუ­ლი იყო და სკო­ლის პროგ­რა­მას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ტეს­ტის სირ­თუ­ლეს?

– ვფიქ­რობ, ტეს­ტი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. თუმ­ცა, არა და­უძ­ლე­ვე­ლი. შე­საძ­ლოა, ტეს­ტუ­რი ნა­წი­ლი, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, უფრო რთუ­ლად აღექ­ვათ და ამა­ში მეც ვე­თან­ხმე­ბი. მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ ვფიქ­რობ, რომ სას­კო­ლო პროგ­რა­მას­თან შე­უ­სა­ბა­მო იყო….წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Leave a Reply