„ძია და ბაბუ ისევ ესტუმრნენ შოშიებს, ბაბუ თბილისში დადის ქიმიებზე, თავიდან შორენა დაჰყვებოდა კლინიკაში” – რას წერს გიგა ცხელიშვილი ?

ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი შვილების, პატარა შოშიების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.
როგორც გიგა წერს, ამჯერად ბავშვებს ბიძია და ბაბუ ესტუმრნენ.
„ძია და ბაბუ ისევ ესტუმრნენ შოშიებს. ყველა კითხულობთ რატო მხოლოდ ბებო სადაა, ბებო სოფელში, ბაბუ კი თბილისში დადის პერიოდულად ქიმიებზე, თავიდან შორენა დაჰყვებოდა კლინიკაში. სიგიჟემდე უყვარდა მამა ტელეფონზე ფონადაც კი მამამის ფოტოა დღემდე რაც ეყენა არც ვცლი რამეს…დიდხანს იცოცხლე ბაბუ შენი შვილიშვილების გასახარად,“ – წერს გიგა ცხელიშვილი.