ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სიხარულიძის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
აკაკი სიხარულიძე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა – სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს, 1993 წელს, ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.