ცნობილია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიისას ოთხიდან ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთ დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.