October 25, 2025
ახალი ამბები

შსს 26 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შსს 26 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 26 წლის მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ა. -ს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ა.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბო­და , თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და და ის 24 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 26 წლის გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის დღეს და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი “გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა”, რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

Leave a Reply