“ყველა რესურსი ამოწურული იყო.. ამ საუბრიდან ერთ საათში ნიცა მირეკავს და ამას მეუბნება” – რა გააკეთა ნიცა თავაძემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ?

სპორტული მედია-პლატფორმის Geo Team-ის დამფუძნებელი, საბა საპანაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს, ნიცა თავაძეს, მადლობას უხდის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასწრების შესაძლებლობისთვის.
საპანაძის თქმით, ყველა რესურსი ამოწურული იყო და ბილეთის შეძენა ვერ მოახერხა, როდესაც მოულოდნელად ნიცა თავაძემ დაურეკა..
„დილით ველაპარაკე ნიცას სულ სხვა თემაზე. მოკითხვისას ვუთხარი, გადამაგდეს და ჩემპიონთა ლიგაზე დასასწრები ბილეთი არ მქონდა. უკვე თამაშის დღეს იყო, არ არსებობდა ბილეთები, ყველა რესურსი ამოწურული იყო. ვფიქრობდი, სადმე მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე ვუყურებ მეთქი. ამ საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში ნიცა შენი მეილი მომწერე, ბილეთს გიგზავნიო. „შენი ვლოგის გარეშე ვერ ჩაივლიდა თამაშიო“, – იხსენებს საპანაძე.
მისი თქმით, კიდევ ერთი ემოციური მომენტი იყო, როდესაც ეს ამბავი დედას გაუზიარა:
„დედაჩემს რომ მოვუყევი, ნიცამ ბილეთი გამომიგზავნა და თამაშს ვესწრებოდი, ტირილით დამირეკა. საოცარი ემოცია იყო. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ხვიჩას მეუღლეს, ნიცა თავაძეს,“ — ამბობს საბა საპანაძე.