„ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი“ – სოცქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „chub1na.ge“ ფეისბუკზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ახალგაზრდა მოცეკვავე, შემოქმედი თეონა მუსელიანი გარდაიცვალა:
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი – თეონა მუსელიანი სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ სულმნათი ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.