February 13, 2026
ახალი ამბები

ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, „ჰაუსმა“ განცხადება გაავრცელა

ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, „ჰაუსმა“ განცხადება გაავრცელა

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუ „ჰაუსში“ 3 ფინალისტი გამოვლინდა. პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას, ჯავახა, ორი მუზა და ლელუ გააგრძელებენ.

„ჰაუსი“ ანამ და დავითმა დატოვეს. 5 ნახევარ ფინალისტიდან, ფინალში 3 მონაწილე მაყურებლის გადაწყვეტილებით მოხვდა.

სამი ფინალისტის გამოვლენის შემდეგ „ჰაუსმა“ განცხადება გაავრცელა. პროექტის გადაწყვეტილებით, ფინალისტების მხარდაჭერას გულშემატკივრები მხოლოდ ფასიანი ზარებით შეძლებენ.

„ფინალში მიიღება მხოლოდ ფასიანი ზარები, რაც ნიშნავს იმას, რომ მესინჯერით ხის მიცემა ფინალში არ იქნება“, – განაცხადა „ჰაუსის“ წამყვანმა ნუკა მარგველაშვილმა.

Leave a Reply