November 10, 2025
ახალი ამბები

უნდა გადავყაროთ თუ არა მუნით დაინფიცირებული სამოსი ? – რას ამბობს დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი

უნდა გადავყაროთ თუ არა მუნით დაინფიცირებული სამოსი ? – რას ამბობს დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი

დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა.

ექიმმა გადაცემაში „მუნის“ თაობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

„კონტაქტში მყოფი პირები თანადროულად იტარებენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ კანის დამუშავებას, რათა არ იყვნენ ინკუბაციის პერიოდში და ჩაიტარონ დეზინფექცია.

იმისთვის, რომ მოხდეს ინფიცირება მუნით, ტკიპა უნდა მოხვდეს კანზე, დაავადება სქესობრივი გზითაც არის გადამდები.

ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე, ამიტომ ყველაფერი, რაც იხარშება, უნდა გამოხარშოთ – ამით მოხდება დეზინფექცია და ტკიპა დაიღუპება.

რაც შეეხება ისეთ ტანსაცმელსა და ნივთებს, რომლებიც არ იხარშება, საუბარია ქსოვილზე, რბილ სათამაშოებზე, შალის სამოსზე და სხვაზე, საჭიროა რეცხვა, შემდეგ მათი მოთავსება პარკში და საყინულეში 24 საათით,“ – ამბობს ექიმი.

Leave a Reply