თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დღეს, საცხოვრებელ სახლში მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოზარდები თამაშობდნენ, სველები იყვნენ, რა დროსაც მაცივარში გამავალმა დენმა ერთ-ერთ მოზარდს დაარტყა.