October 8, 2025
ახალი ამბები

სოკოს საკრეფად წასული მამაკაცი ბზიკების ნაკბენით გარდაიცვალა – რა უნდა მოიმოქმედოთ თუ ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ ?

სოკოს საკრეფად წასული მამაკაცი ბზიკების ნაკბენით გარდაიცვალა – რა უნდა მოიმოქმედოთ თუ ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ ?

სოფელ ჭოგნარში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ – როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, სოკოს საკრეფად წასული კაცი ბზიკებმა დაკბინეს, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

“თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევა სოფელ ჭოგნარში დღეს გამთენიისას მოხდა.

გაფრთხილება: ტყეში გასვლისას იქონიეთ მედიკამენტი დექსამეტაზონი”, – წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

“ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ზაზა, ჭოგ­ნა­რი­დან არის მისი მე­უღ­ლე, სი­ძეა იქა­უ­რი, თვი­თონ ნახ­შირ­ღე­ლე­დან იყო. ზაზა ბრე­გა­ძე, ჩემი კარ­გი მე­გო­ბა­რი და ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი ახლა გა­ვი­გე. ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი აქვს. თვი­თონ თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და. რო­გორც გა­ვი­გე, ტყე­ში წა­სუ­ლან სო­კოს საკ­რე­ფად.

იქ უკბე­ნია კრა­ზა­ნას და ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი. ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. ახლა გა­ვი­გე და სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი. 48 წლის იყო ზაზა” – ჰყვება “ამბები.ge” თან ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

კრაზანის ნაკბენით დაახლოებით 1 თვის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი.

ექიმი ლალი ჯანაშია მაშინ აღნიშნულს გამოეხმაურა და ხალხს რჩევები მისცა :

„სამწუხარო რეალობა და არა პირველად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა

• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.

2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

3. ინტრავენური თერაპია

• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).

4. დამხმარე მედიკამენტები

• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.

5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი“, – წერს ექიმი ლალი ჯანაშია.

Leave a Reply