სკანდალის შემდეგ ბაირონის ცოლი მდიდრულ სასახლეში იმალება – რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც ქმრის ღალატის ამბავი მსოფლიოსთან ერთად გაიგო

გავრცელებული ინფორმაციით, ასტრონომერის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ბაირონის მეუღლე, მეგან ბაირონი, ოჯახის 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების მეინის სასახლეში განმარტოვდა და ქორწინებასთან დაკავშირებით კრიზისულ მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.
- 50 წლის მეგან ბაირონს ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის მისი უფროსი და, მაურა, გვერდით დაუდგნენ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვირუსულად გავრცელდა მისი 50 წლის მეუღლის ვიდეო, სადაც ის Coldplay-ის კონცერტზე, თავის მაღალი რანგის HR აღმასრულებელთან, კრისტინ კაბოტთან ერთად იყო გადაღებული.
მეგანი მასაჩუსეტსის შტატის ნორთბოროში მდებარე ოჯახის 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში გაიქცა და ცდილობს, რომ კენბუნკში, 106 მილის მოშორებით მდებარე მდიდრულ სახლში განმარტოვდეს.
მეგანს, რომელიც ბენკროფტის სკოლის დაწყებითი სკოლისა და ჰოუპ გრეჰემის პროგრამის მიმღები კომისიის ასოცირებული დირექტორია, მეუღლის სავარაუდო ღალატზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მან ხუთშაბათს სოციალური მედიის პროფილებიდან ქმრის გვარი წაშალა და ქალიშვილობის გვარი, კერიგანი დაიბრუნა.
ფეისბუქიდან წაშლილია ბაირონთან და მათ ორ ვაჟთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტოები, მათ შორის ერთი, სადაც ოჯახი ლაშქრობისას და ერთ-ერთი ვაჟის გამოსაშვებ საღამოზე იღიმის. ლაშქრობის ფოტოზე ორივე მშობელსა და მათ ორ შვილს ერთმანეთისთვის ხელი აქვთ გადახვეული და კამერის წინ ნაკადულის ფონზე იღიმიან.
მაგრამ მათი იდეალური ამერიკული ოცნება მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც ბაირონის კადრები, სადაც მას ასტრონომერის HR ხელმძღვანელ კრისტინ კაბოტზე, ხელი აქვს გადახვეული, მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მამაკაცი თანამდებობიდან გადადგა.
იხილეთ ვრცლად