October 10, 2025
ახალი ამბები

„სიყვარული, რომელიც გიხელს თვალებს და სულს“ – ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან დაშორებაზე გავრცელებული ჭორების შემდეგ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„სიყვარული, რომელიც გიხელს თვალებს და სულს“ – ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან დაშორებაზე გავრცელებული ჭორების შემდეგ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს გვიზიარებს.

„სიყვარული, რომელიც გიხელს თვალებს და სულს“, – წერს ჯორჯინა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური ტაბლოიდები ქართველი მატადორის, ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის სავარაუდო დაშორებაზე ალაპარაკდნენ.

ქართულ-ესპანური წყვილის დაშორების შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ილიამ და ჯორჯიანამ სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ხავი ოი­ოს­მა შენიშნა და საჯაროდ გაავრცელა. ამის შემდეგ ილიამ და ჯორჯინამ კვლავ აღადგინეს ერთმანეთისთვის თვალის დევნა სოციალურ ქსელში, თუმცა ჭორი უკვე აგორებული იყო და ამ ნაბიჯით ხმები მათი დაშორების შესახებ, არ შეწყვეტილა. მით უფრო, რომ ილია თოფურიას ბოლო ოჯახური კადრები 12 ივნისს აქვს გამოქვეყნებული, როდესაც მათ გოგონას ერთი წელი შეუსრულდა.

ჯორჯინას კი სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოები წაშლილი აქვს.

ჯერჯერობით არც ერთ მათგანს დაშორების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

Leave a Reply