February 14, 2026
ახალი ამბები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 73-ე ეტაპი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

საკონტაქტო ტელეფონები:

593 90 08 10

558 65 11 59

593 46 45 71″ – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply