“რა სამწუხაროა” – ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ქართველი გარდაიცვალა

ვერ წარმომიდგენია 90-იანი წლებიდან მოყოლებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვისთვისაც ალეკოს ფოტო არ გაუღია. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენი – უნივერსიტეტელების მემატიანეც იყო.
უმეტესობამ მისი გვარიც არ ვიცოდით, ჩვენთვის ის ალეკო იყო, მუდამ ხალისიანი, მოღიმარი, ფოტოს გადაღებისას კომპლიმენტებსაც რომ არ იშურებდა.
მისი ფირზე გადაღებული, ძველი ტექნიკით დაბეჭდილი შავ-თეთრი ფოტოები, დღეს ციფრულ ეპოქაში, განსაკუთრებული ხიბლით იყო აღბეჭდილი.
გავრცელებული სამწუხარო ცნობით, ალეკო აღარ არის.
“ცუდი ამბავი მაქვს, თსუ-ს ლეგენდა წავიდა, ფოტოგრაფი ალეკო, თსუ-ს ბაღიდან”, – წერს გიგა მაქარაშვილი.

ფოტოგრაფი ალექსანდრე მარსანიშვილი წლების განმავალობაში უნივერსიტეტის სტუდენტებს შავ–თეთრ ფოტოებს უღებდა და უბეჭდავდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, როცა ზოგჯერ სტუდენტს ფოტოს გამორთმევა ავიწყდებოდა, ის გადაყრისთვის ვერ იმეტებდა და წლების განმავლობაში ინახავდა, ელოდა პატრონს მაგრამ და ასე შეიქმნა ალეკოს არქივი, რომელიც ათასობით ფოტოს ითვლის…
ამბობდა, რომ ფოტოგრაფობას 1992 წლიდან მიჰყო ხელი.
“ვმუშაობდი სოციოლოგიურ ცენტრში, ეს არეულ-დარეულობები რომ დაიწყო, ჩვენი სოციოლოგიური ცენტრი დაიშალა, დავრჩი უმუშევრად, რაღაც საქმისთვის უნდა მომეკიდა ხელი. უნივერსიტეტის ბაღი ძალიან მიყვარდა, რადგან იქ ვსწავლობდი. ფოტოგრაფობა დავიწყე 1992 წლის სექტემბერში, “მხედრიონელები” და ათასი უბედურება, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა… ასე დავიწყე… უკვე წლებია უნივერსიტეტის ბაღში ვარ, ერთგული ვარ ამ ბაღის და სტუდენტების”, – ჰყვებოდა ალეკო ერთ-ერთ ინტერვიუში.
გიგა მაქარაშვილის ინიციატივით, კარგი იქნება ალეკოს უნივერსიტეტის ეზოდან გასვენება, იმედი გვაქვს, მოხერხდება ამის ორგანიზება….